კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი! ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა აფხაზეთის #12 საჯარო სკოლის მობილური საგანმანათლებლო სივრცე. „სკოლის მოსწავლეთა უმეტესობა ლამის ყოველ შაბათ-კვირას გადადის აფხაზეთში, სადაც მათი ბებია-ბაბუები და უახლოესი ნათესავები ცხოვრობენ. იქ ატარებენ ეს ბავშვები არდადეგებს. უნიკალური ხიდია ეს სკოლა ჩვენს და აფხაზეთს შორის.
ეს შენობა არ არის სკოლის საკუთრება, ამიტომ გადავწყვიტეთ ფონდის თანხითა და ჩვენი თანადაფინანსებით მობილური სივრცე გაგვეკეთებინა. დიდი მადლობა ვახტანგ ფხაკაძის სახელობის ფონდს, მთელ გუნდს, განსაკუთრებით ბატონი ვახოს გოგოს, ნათიას. მისი დიდი ჩართულობა იყო ამ საქმეში" - ეკა ხოფერია. 🤍