ჩვენს შესახებ

About Us

წარმატებული ბიზნეს საქმიანობის პარალელურად, ვახტანგ ფხაკაძე მთელი ცხოვრება ქველმოქმედებით იყო დაკავებული. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განათლების ხელშეწყობა იყო. სჯეროდა, რომ მომავალი განათლებაშია და ადამიანს ყველაზე მეტად მაშინ ეხმარები, როდესაც სწავლის შესაძლებლობას აძლევ.

2020 წელს ვახტანგ ფხაკაძის გარდაცვალების შემდეგ, მისი ღირსეული საქმის გასაგრძელებლად საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდის დაარსება გადაწყდა.

ფონდის მიზანი, ნიჭიერი, მოტივირებული ახალგაზრდების აღმოჩენა, განათლების ხელშეწყობა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და ბიზნესების ყურადღების გამახვილება ამ მიმართულებაზე და მოტივაციის მიცემა, რომ  რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს მომავალი თაობისათვის განათლების ხელშეწყობაში.

საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდი „ლუ­ტე­ცი­ა“ დაარსების დღიდან ვახტანგ ფხაკაძის ოჯახის, შემომწირველების და მხარდამჭერების ხელშეწყობით წარმატებით ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტს, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება. ფონდი მისი საქმიანობით ღირსეულად გააგრძელებს  ბატონი ვახტანგის დაწყებულ საქმეს, რათა  ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობამ დაინახოს, რომ შრომა, მონდომება არასდროს რჩება შეუმჩნეველი და ის აუცილებლად დაფასდება.

გააკეთე შემოწირულობა

.

.

გახდი მოხალისე

.

.

სპონსორები

.

.

ფოტო გალერეა